ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა

07.02.23 16:45
ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა

დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული 10 პროვინცია სტიქიის ზონად გამოაცხადა და რეგიონში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა. ამის შესახებ განკარგულება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასცა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დახმარება 70-მა ქვეყანამ შესთავაზა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 5 151 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები