დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში - გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
CNN თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა სავარაუდო რაოდენობას აქვეყნებს - გავლენიანი მედიასაშუალება იუწყება, რომ სტიქიის მსხვერპლი 6 326-მდე გაიზარდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი ამ მომენტისთვის 4 544 ადამიანს შეადგენს.
სირიის „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 782 ადამიანს შეადგენს, აქედან 970-ზე მეტი ადამიანი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაიცვალა.