7 926- მდე დაღუპული და 40 ათასი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

08.02.23 09:46
7 926- მდე დაღუპული და 40 ათასი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

დამანგრევებელი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში - დაღუპულთა რიცხვი 7 926- მდე გაიზრდა, დაშავებულია კიდევ 40 ათასი. გამომდინარე იქიდან, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ისევ ეძებენ, ეს რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

სამაშველო სამუშაოებს ხელს ექსტრემალური ზამთრის ამინდი უშლის. მათთვის, ვინც გადარჩა, მთავარი მტერი სიცივეა. დაზარალებული ქალაქების მცხოვრებლები ქუჩაში დანთებულ კოცონთან სხედან და მათი დაკარგული ახლობლების შესახებ სიახლეებს ელოდებიან.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები