მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ახალშობილი გოგონა გამოიყვანეს

08.02.23 13:47
მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ახალშობილი გოგონა გამოიყვანეს

 მაშველებმა  8 თებერვალს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ახალშობილი გოგონა გამოიყვანეს.

ცნობილია, რომ ახალშობილის დედამ სტიქიის შემდეგ, ნანგრევებში მალევე იმშობიარა და დაიღუპა. ბაშვის მამა და 4 და-ძმაც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ.

ახალშობილი ინკუბატორში გადაიღეს მაშინ, როდესაც დედა, მამა და მისი ოთხი და-ძმა ერთობლივად დაკრძალეს.

ჩვენ გავიგეთ ხმა, როდესაც ვთხრიდით [...] და ვიპოვეთ ბავშვი ჭიპლარით [ხელუხლებელი], ამიტომ გავჭერით და საავადმყოფოში წავიყვანეთ,  - აცხადებენ მაშველები

 ცნობისთვის, შენობა, რომელშიც ახალშობილის ოჯახი ცხოვრობდა, ერთ-ერთი იყო იმ 50-დან, რომელიც, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში დაინგრა. ტერიტორია თურქეთის საზღვართანა ახლოს მდებარეობს. 

მსგავსი სიახლეები