ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, არ დაუშვან რუსი და ბელორუსი სპორტსმენები პარიზის საზაფხულო ოლიმპიადაზე

08.02.23 14:40
ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, არ დაუშვან რუსი და ბელორუსი სპორტსმენები პარიზის საზაფხულო ოლიმპიადაზე

იმ ფონზე, როცა კრემლის აგრესია და სამხედრო დანაშაულებები გრძელდება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ეძებს შესაძლებლობას, რუსი სპორტსმენების საზაფხულო ოლიმპიადაზე დასასწრებად გზები გამონახოს.

მოვუწოდებ პარტნიორებს, შეუერთდნენ ჩვენი სიმართლის მარათონს, ხელი შევუშალოთ სეოკი-ს ძალისხმევას და დავიცვათ ოლიმპიური ქარტია. - განაცხადა ზელენსკიმ.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა ომის მსვლელობის პერიოდში უკრაინაში დაანგრია 343 სპორტული მოედანი და მოკლა 231 ათლეტი. მათ შორის 11 წლის ტანმოვარჯიშე კატია დიაჩენკო, რომელიც მარიუპოლში დაიღუპა, ასევე, ბახმუტში მოკლულ იქნა 25 წლის მოციგურავე დიმიტრი შარპარი.



 

 

მსგავსი სიახლეები