რუსეთს ძალა არ შესწევს და ვერ მოიგებს უკრაინასთან ომს - ემანუელ მაკრონი

09.02.23 10:53
რუსეთს ძალა არ შესწევს და ვერ მოიგებს უკრაინასთან ომს - ემანუელ მაკრონი

რუსეთმა უკრაინასთან გაჩაღებული ომი ვერ უნდა მოიგოს - განცხადება ემანუელ მაკრონიმ, პარიზში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აუდიენციას  გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც, ესწრებოდა.

ჩვენ მიზანმიმართული ვართ, გავუწიოთ დახმარება უკრაინას ყველა ლეგიტიმური და კანონიერი საშუალებით, რათა მან გამარჯვებას მიაღწიოს. აღნიშნული სიტუაცია, რაც უკრაინაშია, მთლიანად ევროპის მომავალზე გავლენას ახდენს.

უკრაინა ამ დროისთვის იბრძვის არა მარტო მისი ქვეყნიოს გადარჩენისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. ამის გამო მას გვერდში ვუდგავართ. 

უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს საფრანგეთის, ასევე სხვა ევროპელი პარტნიორის იმედი, რათა ეს ომი მოიგოს.

რუსეთმა უკრაინასთან ბრძოლაში არ უნდა გაიმარჯვოს - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პირველმა პირმა უკრაინის პრეზიდენტი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია 8 თებერვალს, ღამით,  პარიზში, ელისეს სასახლეში, გაიმართა.

ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები.

„საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები და სწორედ ასე ვხედავ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებას. ეს ცხადია. რაც უფრო მალე მივიღებთ შორ რადიუსზე მოქმედ მძიმე შეიარაღებას და ჩვენი პილოტები მიიღებენ თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება ეს რუსული აგრესია“, - განაცხადა ზელენსკიმ.