„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, ევროკავშირში“ - შარლ მიშელი ზელენსკის

09.02.23 16:40
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, ევროკავშირში“ - შარლ მიშელი ზელენსკის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტის ბრიუსელში ჩასვლას ტვიტერზე ეხმაურება.

მიშელი ზელენსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“, - წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთიდან ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

დღესვე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება და სიტყვით მიმართავს.

მსგავსი სიახლეები