სარაკეტო შეტევა ხარკოვზე, იერიში ზაპოროჟიეზე - ბოლო ცნობები უკრაინიდან
საჰაერო განგაში უკრაინაში - ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამთენიისას, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.
ხარკოვში, დაბომბვის გამო, ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია შეწყდა. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთი რეგიონში S-300 ტიპის რაკეტებს უშვებს.
რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ ზაპოროჟიეზეც.
საქალაქო საბჭოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში 17 დარტყმა იყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია.