რუსეთის ტერორი უნდა შევაჩეროთ, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს, ეს აუცილებელია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერორი მსოფლიომ უნდა შეაჩეროს.
მტერმა დღეს მორიგი მასირებული შეტევის დროს 70 რაკეტა გაუშვა ჩვენი მიმართულებით. აქედან სულ მცირე, 60 რაკეტა ჩამოვაგდეთ. სამწუხაროდ, ნაწილი მოხვდა მიზანს, არის მსხვერპლი.
ამასთან, რამდენიმე რუსულმა რაკეტამ შეაღწია მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში. ეს რაკეტები არის გამოწვევა ნატო-სთვის, მისი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის.
ეს ტერორია, რომელიც შეიძლება და აუცილებელიცაა, რომ შევაჩეროთ. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.