თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა

11.02.23 10:18
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა

CNN-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 831-ს მიაღწია.

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20 318-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 052-ია.

სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 3 513 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 166 -მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და 1 347 - სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

 

მსგავსი სიახლეები