რა ხდება სტიქიის ზონაში - ქართველი ემიგრანტები ბოლო ცნობებით თურქეთიდან
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, მაშველებს ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები გამოჰყავთ.
სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოსახლეობას მოსალოდნელი მიწისქვეშა ბიძგების შესახებ აცნობებს, ფაქტობრივად არ ჩერდება.
ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ თურქეთში წუხელ კიდევ ერთი 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ქალაქი ადანა იყო.
ბიძგები არის, შეიძლება, დღეში სამჯერ განმეორდეს, შეიძლება მეტჯერ, მაგრამ ამ ეტაპზე ნგრევა არ მოჰყოლია ამ ბიძგებს, მაგრამ სადაც უფრო დაზიანებულია ტერიტორია, იქ შეიძლება სავალალო მდგომარეობა იყოს", - ამბობს ქართველი ემიგრანტი.
თურქულ მედიაში ჩნდება კითხვები, რამ გამოიწვია ახალი კორპუსების ჩამოშლა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დეველოპერების წინააღმდეგ, რომლებმაც კორპუსები რბილ ნიადაგზე ააშენეს.
კომპანიები, რომლებმაც ააშენეს ბინები, ამ კომპანიის მფლობელები, ინჟინრები და კიდევ ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს, რომ ექსპულატაციაში შესულიყო ბინები, აბსოლუტურად ყველას აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა. ყველაზე მნიშვნელოვანია წინასწარ შეისწავლო ნიადაგი, როგორ ნიადაგზე როგორი ბინა უნდა აშენდეს. მაგალითად სადაც მოხდა ეს მიწისძვრა და დაინგრა სახლები, გამოირჩევა თურქეთში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რბილი ნიადაგი. შესაბამისად, საჭიროებდა შესაბამის გამოკვლევებს და შემსედ ამის მიხედვით მშენებლობას", - ამბობს ქართველი ემიგრანტი.
ქვეყანა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამოწმებენ ყველა მაღალ შენობას და ცდილობენ, დაადგინონ, რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობის იქ დარჩენა.
ცნობისთვის, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს 4 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.