ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა

ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთში ჩავა. ინფორმაციას პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში აქვეყნებს.
ჯერ-ჯერობით ვიზიტის ზუსტი თარიღი არავინ იცის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპაში უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლისთავზე ჩავა.
პოლონეთში ამერიკის პრეზიდენტის დასახვედრად მზადება უკვე დაწყებულია.