ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების ოლიმპიადაზე დასწრება უკანონობის მანიფესტაციაა - ზელენსკი

11.02.23 12:59
ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების ოლიმპიადაზე დასწრება უკანონობის მანიფესტაციაა - ზელენსკი

დაუშვებენ თუ არაა რუსეთს 2024 წლისსს ოლიმპიადაზე? უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვება ძალადობის ტოლფასია და მკვლელობები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობა იყოს, ცნობილია, პირველი ადგილი ვის ერგებოდა. 

მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები, რომ სპორტის ოლიმპიური სახეობა იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არ აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა. ამიტომ მინდა გკითხოთ, თუ აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლები საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ან ოლიმპიურ თამაშებში გამოვლენ, მაშინ აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ იქ თავისი ეროვნული სიმბოლიკის გარეშე იქნებიან. ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხოლოდ დასწრებაც კი ძალადობისა და უკანონობის მანიფესტაციაა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, ლიეტუის განათლების სამინისტრო, იტყობინება, რომ სხვადასხვა ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია კატეგორიულად მოითხოვს, არ დაუშვან რუსი და ბელორუსელი სპორტსმენები პარიზიის ოლიმპიურ თამაშებში და გაუქმდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სპორტსმენები აგრესორი ქვეყნებიდან ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები