ვანდალიზმი სტიქიის ზონაში - თურქეთში ჩასულ ჰუმანიტარულ დახმარებას გზებზე ხვდებიან და სატვირთოებს ძარცვავენ

11.02.23 13:43
ვანდალიზმი სტიქიის ზონაში - თურქეთში ჩასულ ჰუმანიტარულ დახმარებას გზებზე ხვდებიან და სატვირთოებს ძარცვავენ

სამაშველო სამუშაოების პარალელურად, თურქეთში ვანდალიზმის ფაქტები ფიქსირდება. ადილზე ჩასულ ჰუმანიტარული დახმარების ქარავნებს გზებზე სირიელი და ერაყელი მოქალაქეები ხვდებიან და სატვირთოებს ძარცვავენ. ფაქტზე მძაფრი რეაქცია აქვთ თურქეთის მოქალაქეებს. ისინი ფიზიკურად უსწორდებიან ვანდალიზმის შემოქმედებს.

ვანდალიზმის ფაქტებია ასევე ნანგრევებად ქცეულ ქალაქებში, მაგალითად ჰათაიში ყველა მაღაზიის შუშა ჩამსხვრეულია და სირიისა და ერაყის მოქალაქეები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა იპარავენ. 

პირველად რომ ჩავედი ჩვენს ქალაქში, ის ჰგავდა ფაქტობრივა, გაძარცვულს. რაც იყო დარჩენილი, მაგალითად მთელი შენობების ფანჯრებიც კი ჩამსხვრეული იყო და გაძარცვული, ამას ძირითადად აკეთებენ თურქეთში შემოსული სირიელი და ავღანელი დევნილები. ჩემს ქალაქშიც ასობით ადამიანი დაიჭირეს, მოტყუებით საკვებსა და ტანსაცმელს იღებენ. ყოფილა შემთხვევა, გზიდან მოტყუებით მოუპარავთ ძალიან ბევრი მანქანა და პროდუქტი", - თქვა ქათველმა ემიგრანტმა. 

ცნობისთვის, თურქეთში უკვე 120 საათია მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქებს ნანგრვებისგან წმენდენ. ქვეყანაში ისევ საგანაგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსხვერპლის რაოდენობამ თურქეთსა და სირიაში 24 000-ს  გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები