ხელს არ უშვებდა, ეფერებოდა თითებს, რომლებიც მოჩანდა - ნანგრევებთან გადაღებული ფოტოს ისტორია
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადაღებულმა ფოტომ, სადაც მამას ნანგრევების ქვეშ მოქცეული 15 წლის ქალიშვილის ხელი უჭირავს, მთელი მსოფლიო მოიარა.
ფოტო ადემ ალთანს ეკუთვნის. ფოტოგრაფი 40 წლიანი სტაჟით იხსენებს, მესუთ ჰანსერი ქალიშვილის ირმაკის ცხედარს ხელს არ უშვებდა, ეფერებოდა თითებს, რომლებიც ნანგრევებიდან მოჩანდა. ფოტოში ჩანს ლეიბი, რომელზეც გოგონას მიწისძვრის დროს ეძინა.
"გადაიღეთ ჩემი შვილი თქვა მან დაბალი, აკანკალებული ხმით. მე უსიტყვოდ დავრჩი", - იხსენებს ფოტოგრაფი.