უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ბოლო 24 საათში მტერზე 19 იერიში მიიტანა

12.02.23 10:06
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ბოლო 24 საათში მტერზე 19 იერიში მიიტანა

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რაიონებზე, სადაც მტერი იყო მობილიზებული 19 იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 06:00 საათის მდგომარეობით უკრაინელებმა იერიშები მიიტანეს ოკუპანტების 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.

ჩვენმა დამცველებმა სუ-25  ტიპის თვითმფრინავი და "ორლანის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სარაკეტო და არტილერიის ჯარების დანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საზენიტო სარაკეტო კოპმლექსი 14 რაიონში გაანადგურეს, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები