დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში - მსხვერპლი 28 192-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28 192-მდე გაიზარდა. ახალი სტატისტიკა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა გაახმოვანა.
ფუატ ოქტაის განცხადებით, 24 617 მსხვერპლი თურქეთზე მოდის. ვოლონტიორების ჯგუფის, "თეთრი ჩაფხუტების" ცნობით კი, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 3575 აღწევს.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 ებერვალს მოხდა და მისი სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო.