მეცნიერებმა აფრიკაში ადამიანის უძველესი სამარხები აღმოაჩინეს

კენიაში მდებარე გამოქვაბულში- პანგაია საიდი - არქეოლოგებმა ადამიანის უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც 78, 3 ათასი წლის წინანდელია. მეცნიერები აცხადებენ, რომ სამარხის ფორმის მიხედვით შესაძლებელია ითქვას, რომ ეს აღმოჩენა აფრიკის კონტინენტზე ყველაზე ძველია.
როგორც ჟურნალ Nature- შია გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სამარხი კენიაში, პანგაია საიდის გამოქვაბულში, რამოდენიმე მეტრის სიღრმეზე, აღმოაჩინეს. მასში ადამიანის თავის ქალისა და სხვა ფრაგმენტები ცუდადაა შენახული. ეს ფრაგმენტები მეცნიერებმა შესწავლის მიზნით ჯერ კენიის დედაქალაქ ნაირობიში გადაიტანეს, მოგვიანებით კი ესპანეთში.
თავის ქალის შესწავლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის 3 წლის ბიჭს ეკუთვნოდა. პალეონტოლოგმა მარტინ ტორესმა განაცხადა, რომ ამ აღმოჩენამ მეცნიერებს წარმოდგენა შეუქმნა დასაფლავების უძველესი ცერემონიალის შესახებ.
სამარებთან ერთად არქეოლოგებმა აფრიკული მეზოლითის ხანის ქვის იარაღებსაც მიაკვლიეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, სწორედ ამ იარაღებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი Homo sapiens-ის ჩამოყალიბებაში.