24 თებერვლისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება - კულება
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებამ ასევე ყურადღება აშშ-ს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტზე გაამახვილა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს ის, სადაც პრეზიდენტი ბაიდენი იმ დროს იქნება [ომის დაწყების წლისთავზე]. განსაკუთრებით პოლონეთში, ქვეყანაში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინისთვის იარაღის მეორე ფრონტის უზრუნველსაყოფად,– ამბობს დმიტრო კულება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთში ჩავა. ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავს ეძღვნება.