პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, NATO გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას - სტოლტენბერგი

13.02.23 17:23
პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, NATO  გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას - სტოლტენბერგი

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მოკავშირეები "გააძლიერებენ და გააგრძელებენ" უკრაინის მხარდაჭერას.

NATO-ს გენერალური მდივნი აღნიშნავს, რომ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის და ახალ შეტევებს იწყებს.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება გასამარჯვებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარობს დისკუსია უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე. NATO-ს გენერალური მდივნი აღნიშნავს იმასაც, რომ ომში მყოფ ქვეყანას  სასწრაფო დახმარება ხმელეთზეც სჭირდება.

სტოლტენბერგი იქვე ამბობს იმასაც, რომ NATO-S წევრი ქვეყნები, რომლებიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან, ნატოს არ გადააქცევენ ამ კონფლიქტის მხარედ.