უკრაინაში ვაგნერის მიერ დაქირავებული სამი რუსი ავტორიტეტი მოკლეს

14.02.23 10:25
უკრაინაში ვაგნერის მიერ დაქირავებული სამი რუსი ავტორიტეტი მოკლეს

უკრაინაში ვაგნერის მიერ დაქირავებული სამი რუსი ავტორიტეტი მოკლეს. საუბარია 59 წლის სერგეი მაქსიმენკოზე, 55 წლის ანდრეი ბერეჟნიზე და ასევე 55 წლის იგორ კუსკსზე. ინფორმაციას "Bellingcat"-ი ავრცელებს.

ტელგრამ არხზე, რომელიც კრიმინალური სამყაროს ეძღვნება, წერია, რომ ანდრეი ბერეჟნი, რომელსაც არაერთი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად,  უკრაინაში 2022 წლის 8 დეკემბერს მოკლეს. ერთი თვით ადრე კი ის ვაგნერის დაჯგუფებას შეუერთდა. 

ასევე, ცნობილია, რომ ანდრეი ბერეჟნის 2013 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას მკვლელობას, ასევე მრავალ სხვა დანაშაულს ედავებოდნენ, რომლებიც მისმა ბანდამ სარატოვის რეგიონში 1994 წლიდან 2011 წლამდე ჩაიდინა.