ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა

14.02.23 10:23
ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა

კელი დეგნანს რობინ დანიგენი შეცვლის. საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტზე ჯო ბაიდენმა ის რამდენმე საათის წინ წარადგინა.

გამოცდილი დიპლომატი ამ დროისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში მოადგილის თანამდებობას იკავებს. მანამდე ის ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში კუბასა და ელ სალვადორში ამერიკის წამორმადგენლობაში მუშაობდა. ელჩის კანდიდატურას პრეზიდენტის წარდგინების შემდეგ სენატი განიხილავს და ამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები