ველოდებით მასიურ თავდასხმას - ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ველოდებით მასიურ თავდასხმას - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს
გაიდაის თქმით, რუსულ ჯარებს აქვთ ბრძანება, შევიდნენ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მისივე ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა რეგიონისკენ უკვე გადაიყვანეს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა.