მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან 17, 18 და 21 წლის ახალგაზრდები ცოცხლები ამოიყვანეს

14.02.23 14:09
მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან 17, 18 და 21 წლის ახალგაზრდები ცოცხლები ამოიყვანეს

CNN Turk-ის ინფორმაციით, მაშველებმა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, შენობის ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, 18 წლის მუჰამედ კაფერი ამოიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, მუჰამედ კაფერი მესამე ცოცხალი ადამიანია, რომელიც მაშველებმა სამშაბათს ნანგრევებში ნახეს. მანამდე მათ ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ნანგრევებიდან ორი ძმა, 17 და 21 წლის ახალგაზრდები ამოიყვანეს.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა.