მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო - სტოლტენბერგი

14.02.23 14:22
მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო  - სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან გააძლიეროს პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არის გაკვეთილი, რომ მოხდეს პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფა.

ვფიქრობ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომიდან მივიღეთ, არის პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული და არა დაგვიანებით უზრუნველყოფა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული ინტერვენციის მიმართ. ამიტომ მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ, კრიზისის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, მორგებული პარტნიორობა და მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვახორციელებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები