24 საათში დაბომბილი უკრაინის 8 ოლქი - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

დონეცკი, ხერსონი, ხარკოვი, სუმი, მიკოლაივი, ჩერნიჰივი, ზაპოროჟიე და ლუჰანსკი დაბომბეს - ბოლო 24 საათი უკრაინისთვის მძიმე იყო.
ადგილობრივი ადმინისტრაციების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა ექვსი.
ხერსონის რეგიონს რუსებმა 54-ჯერ დაარტყეს. დაბომბეს საცხოვრებელი სახლები და რკინიგზა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია სამი.
ერთი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსულ თავდასხმას ქალაქ სტავკიში, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონში რუსებმა 15 დასახლება დაბომბეს.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიბომბა ზაპოროჟიეს 18 დასახლებაშიც.