ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სასჯელი გაუუქმა და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცა

14.02.23 14:51
ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სასჯელი გაუუქმა და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცა

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან გაუშვეს. ალმაზბეკ ატამბაევს უზენაესმა სასამართლომ სასჯელი გაუუქმა და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცა.

"როიტერის" ინფორმაციით, სასამართლომ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო ექს-პრეზიდენტის საქმის გადახედვა ქვედა ინსტანცის სასამართლოს დაავალა.

ატამბაევს 11 წლით პატიმრობა "კანონიერი ქურდის" ციხიდან უკანონოდ გათავისუფლების საქმეზე ჰქონდა მისჯილი. მედია წერს, რომ 66 წლის ატამბაევმა ქვეყანა უკვე დატოვა.