"ყირიმი უკრაინაა" - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ნახევარკუნძულზე სრული კონტროლი დაუბრუნოს - ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა Facebook-ზე გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ბლინკენი კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.