მიწისძვრიდან 200 საათის შემდეგ თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს
მიწისძვრიდან 200 საათის შემდეგ თურქეთში ნანგევებიდან კიდევ რამდენიმე ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. ქალაქ ადიამანში გამოიხსნეს 77 წლის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 212 საათი გაატარა. გადარჩა 12 წლის ბიჭიც, რომელმაც ნანგრევებშ ასევე, 207 საათი დაჰყო.
მაშველებმა ასევე, კაჰრამანამარაშის და ჰათაის პროვინციებში ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა ქალი.
შეგახსენებთ, რომ დამანგრეველი მიწისძვრა თურქერთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა.