"უცხოური აგენტების" შესახებ კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - კრიტიკა აშშ-დან

16.02.23 10:20
"უცხოური აგენტების" შესახებ კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - კრიტიკა აშშ-დან

„ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის დაანონსებით  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიი შეშფოთებულია.

ნედ პრაისი იტყობინება, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მისი თქმით, ის ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონს.

შტატეებში თვლიან, რომ აღნიშნული კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყანაში  სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე.

„ჩვენ ეს ღრმა შეშფოთება პირდაპირ გამოვუცხადეთ ჩვენს თანამოსაუბრეებს საქართველოს მთავრობაში. შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოში დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ერთგულები არიან საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის შეფასებით, შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს.