სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

16.02.23 19:01
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

 78 მომხრე, 12 წინააღმდეგი - სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის მოქმედი რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

სლოვაკეთის პარლამენტი გმობს რუსეთის ფართომასშტაბიან ომის უკრაინაში. რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის.

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის პირდაპირი და ირიბი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. 

სლოვაკეთის პარლამენტი დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონსა და ზაპოროჟიის რეგიონებს უკრაინის ნაწილიად მოიხსენიებს.

 

მსგავსი სიახლეები