ევროკომისარმა ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა - ოლივერ ვარჰეი სკანდალში ეხვევა

16.02.23 19:00
ევროკომისარმა ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა - ოლივერ ვარჰეი სკანდალში ეხვევა

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი სკანდალში ეხვევა -POLITICO-ს ინფორმაციით, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა. 

"კიდევ რამდენი იდიოტია იქ?" - თქვა ვარჰეიმ, რომელსაც  მიკროფონის გამორთვა დაავიწყდა.

ამის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ოლივერ ვარჰეის თანამდებობებიდან გათავისუფლება  მოითხოვეს. 

"გულწრფელად ვწუხვარ ჩემ შენიშვნებთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო" - თქვა ვარჰეიმ აღნიშბული ინცინდენტის კომენტირებისას. 

მისი მტკიცებით, რეპლიკა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, რადგან იმ დროს მის გვერდით მჯდომ პირთან საუბრობდა.

მსგავსი სიახლეები