ომის ერთი წლის თავზე მეტი სარაკეტო დარტყმა იქნება - უკრაინის საჰაერო ძალები

18.02.23 10:58
ომის ერთი წლის თავზე მეტი სარაკეტო დარტყმა იქნება - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინული გენშტაბი იტყობინება, რომ გასული დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე 10 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა. 

როგორც ირკვევა, დაფიქსირდა 69 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები სამი რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტში. რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ ომში ავიაციის მასობრივი გამოყენების შესახებ.

23 და 24 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალები რუსეთის შესაძლო პროვოკაციებს ელოდება. ვარაუდობენ, რომ ომის ერთი წლის თავზე მეტი სარაკეტო დარტყმა იქნება.