თურქეთის მიწისძვრიდან 275 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 3 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

18.02.23 13:51
თურქეთის მიწისძვრიდან 275 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 3 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

სამაშველო ოპერაციები გრძელდება - მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ ნანგრევებიდან ისევ ხალხი გამოჰყავთ.  გუშინ, ჰათაის პროვინციაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 275 საათზე მეტის გასვლის შემდეგ 3 ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

მუსტაფა ავჯი ერთ-ერთი ადამიანია იმ სამიდან, რომელიც გუშინ ნანგრევებიდან 261 საათის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ძმა ემოციებს ვერ იკავებდა სიხარულისგან, რადგან მუსტაფა ორი კვირის განმავლობაში იყო ნანგრევებში და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. ძლიერი ბიძგების გამო მხოლოდ თურქეთში 264 ათასზე მეტი შენობაა განადგურებული.

 

 

მსგავსი სიახლეები