უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა.
მსოფლიო უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა რუსების მიერ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტიდან ორი გაანადგურეს.