"მთებს დავძრავთ" - ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო მასალებით ერთობლივად დაეხმარებიან

19.02.23 10:47
"მთებს დავძრავთ" - ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო მასალებით ერთობლივად დაეხმარებიან

ევროკავშირი  საბრძოლო მასალების სასწრაფოდ წესით შესყიდვას და გადაცემას გეგმავს. ოფიციალური პირების და დიპლომატების განმარტებთ, საკითხი დღის წესრიგშ მას შემდეგ დადგა, რაც კიევმა განაცხადა, რომ მათ არმიას დახმარება ესაჭიროება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საარტილერიო ჭურვების ერთობლივად შესყიდვის შესახებ ორშაბათს ბრიუსელში იმსჯელებენ. 

ევროპელი ჩინოვნიკების და დიპლომატების აზრით, ევროკავშირის ერთობლივი ქმედებები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ცალკეული ქვეყნების დახმარება.

ამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო, ცხადყო, რომ ზეწოლის ქვეშ ჩვენ მთებს დავძრავთ, - უთხრა სააგენტო Reuters ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დელ ლაიენმა. 

Reuters-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად 2 ათასიდან 7 ათასამდე ჭურვს იყენებს, იმ დროს, როდესაც რუსეთი ყოველდღიურად 20 ათასიდან 60 ატასამდე ჭურვს ისვრის.