ჩვენ ვიბრძვით და უაღრესად ხელშესახებ ზარალს ვაყენებთ რუსეთს - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ქმედებები მოვამზადოთ უახლოესი მომავლისთვის" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმი ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, აუციელბელია, ხალხმა იცოდეს, რას და როგორ აკონტროლებს უკრაინა.
მე გავმართე შტაბის სხდომა ახალი, გაფართოებული ფორმატით. მთავარსარდალმა და მიმართულების მეთაურებმა გააკეთეს განცხადებები, იყო ცნობები პირდაპირ ფრონტიდან, ჩვენ ვასწორებთ სიტუაციას, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ქმედებები მოვამზადოთ უახლოესი მომავლისთვის. მთავარსარდალმა ისაუბრა ფრონტზე არსებულ საერთო ვითარებაზე. განსაკუთრებული აქცენტით მობილიზაციაზე, კონკრეტულად როგორ და რა კეთდება. მე მოვისმინე დეტალური ანგარიშები თითეულ საბრძოლო პოზიციაზე, თითოეულ ცხელ ზონაზე. გენერალმა სოდალმა ისაუბრა ვუჰლედარის მიმართლებაზე, დონეცკის ოპერატიულ და ტაქტიკურ ჯგუფზე. მდგოამრეობა რთულია, ჩვენ ვიბრძვით, ვამსხვრევთ დამპყრობლებს და უაღრესად ხელშესახებ ზარალს ვაყენებთ რუსეთს. რაც უფრო მეტს წააგებს იქ რუსეთი, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულკებას უკრაინის გამარჯვებით. მოვისმინე მოხსენება სამხრეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. სიტუაცია უცვლელია, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა პოტენციალს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი შეტევითი გვარდიის ბრიგადების შექმნის შესახებ ისაუბრა. დიდი შედეგები, ძალიან სასარგებლო გამოცდილება, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა იყოს მოტივირებული ადამიანი. ამ ფორმატის მუშაობას გავაგრძელებ როგორც შტაბში, ასევე თვადაცვის მენეჯმენტის ინფორმირებაში. მინდა, ჩემმა ხალხმა იცოდეს, რას ვაკეთბთ, რას ვაკონტროლებთ და როგორ ვაკეთებთ ამას. დიდება უკრაინას! - ვოლოდიმირ ზელენსკი.