პუტინს ეგონა, რომ გვაჯობებდა, ის აბსოლუტურად ცდებოდა - ჯო ბაიდენი

20.02.23 14:37
პუტინს ეგონა, რომ გვაჯობებდა, ის აბსოლუტურად ცდებოდა - ჯო ბაიდენი

"როდესაც თითქმის ერთი წლის წინ პუტინმა შეჭრა წამოიწყო, ის ფიქრობდა, რომ უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი დაქსაქსული. მას ეგონა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის აბსოლუტურად ცდებოდა"- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში აშშ-მ შექმნა სახელმწიფოთა კოალიცია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, რათა უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანადგომით დახამრებოდა. ეს დახმარება გაგრძელდება.

მაშინ, როცა რუსეთის დაუნდობელი თავდასხმის წლისთავს ვუახლოვდებით, მე დღეს ვარ კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად და მე ხელახლა ვადასტურებ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ". – წერს ჯო ბაიდენი.