დემონსტრაციული და სიმბოლური ნაბიჯი - ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

ისტორიული ვიზიტი შედგა. უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაშის ფონზე კიევში აშშ-ის პრეზიდენტი ჩავიდა. ბაიდენი ომში მყოფ ქვეყანას ომის დაწყების ერთი წლისთავზე წინასწარი დაანონსების გარეშე ესტუმრა. ამერიკის პრეზიდენტი კიევში მატარებლით პოლონეთიდან იმისთვის გაემგზავრა, უკრაინელებისთვის ურყევი მხარდაჭერა გამოეცხადებინა.
ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის პარალელურად ამიტომ პუტინმა ბელორუსიდან უკრაინის მიმართულებით გამანადგურებელი გაუშვა.
უკვე ცნობილია ისიც, რომ ამერიკიდან უკრაინაში ახალი სამხედრო დახმარების ნაწილი ხვალ ჩავა. ბაიდენი უკრაინელ ხალხს 500 მილიონი დოლარის შეიარაღებას აძლევს, რომელიც ომში მყოფმა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს.
კიდევ რა უთხრა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს აშშ-ს პირველმა პირმა ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.