დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთ-სირიის საზღვარზე - ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი

მორიგი დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ადგილობრივი დროით 20:04 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში დაფიქსირდა.
ირკვევა, რომ ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. მედიის ცნობით, სამ წუთში ამავე ოროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სამანდაგის რაიონია.
„ბიბისი“ ჰათაის მერზე დაყრდნობით წერს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მიწისძვრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანია დაშავებული.