ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთში ცუნამს ელოდებიან

ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ახლა თურქეთში ცუნამსაც ელოდებიან. სპეციალისტები ზღვის დონის მინიმუმ 50 სანტიმეტრით მომატებას პროგნოზირებენ.
სამაშველო სამსახურები ზღვის ზოლიდან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. მათ ეუბნებიან, რომ სანაპირო ადგილების ტერიტორია უნდა დატოვონ, სწორედ ამიტომ ქაოსია იმ ადგილებში, სადაც ცუნამია მოსალოდნელი.
თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში გუშინ, 20 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე, დაშავებულთა რიცხვი კი 294-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული CNN ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
გუშინ ადგილობრივი დროით 20:04 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში დაფიქსირდა.
ირკვევა, რომ ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. მედიის ცნობით, სამ წუთში ამავე ოროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სამანდაგის რაიონია.
„ბიბისი“ ჰათაის მერზე დაყრდნობით წერს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მიწისძვრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანია დაშავებული.