პუტინი: ომი უკრაინამ წამოიწყო, ჩვენ მხოლოდ მისი შეჩერება ვცადეთ

21.02.23 14:21
პუტინი: ომი უკრაინამ წამოიწყო, ჩვენ მხოლოდ მისი შეჩერება ვცადეთ

რუსი დიქტატორი ომის წამოწყებაში უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ უკრაინელები მათ მიერ ოკუპირებულ, რუსეთის „ისტორიულ მიწებზე“ იერიშებს  გეგმავდა, რის გამოც მოსკოვს ძალის გამოყენება მოუწია.

ამ გზავნილებით ჩვენი ქვეყნისთვის  რთულ, გადამწყვეტ დროს მოგმართავთ. მსოფლიოში კარდინალური და შეუქცევადი ცვლილებების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების დროს მოგმართავთ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის და ხლახის მომავალი უნდა განსაზღვროს.
ერთი წლის წინ ჩვენს ისტორიულ მიწებზე მცხვორები ჩვენი ხალხის დაცვის მიზნით, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით , საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რომელიც 2014 წელის გადატრიალებიოშ შემდეგ ნეონაცისტური რეჟიმისგან მომდინარეობდა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება იქნეა მიღებული.  ვჩენ აკურატულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმის დეპუტატების შეკრებაზე.

პუტინის განცხადებით, 2014 წლიდან დონბასი საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლებას იცავდა და სჯეროდა, რომ რუსეთი მათ დაეხმარებოდა.

რუსი დიქტატორი საკუთარ მოსახლეობასს არწმუნებს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას მშვიდობიანი გზებით ცდილობდა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა რუსეთის ფედერაციის ზურგს უკან სულ სხვა სცენარი მზადდებოდა,ხოლო დასავლელი ლიდერების თიტქოსდა მშვიდოაბინია გზავნილები „სიცრუე და სიყალბე აღმოჩნდა.“ 
 

მსგავსი სიახლეები