იტალიის პრემიერმინისტრი უკრაინაში ჩავიდა

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში მატარებლით ჩავიდა. დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მელონი ქალაქ ბუჩაშიც იმყოფებოდა, სადაც მან პატივი მიაგო პუტინის ჯარის მიერ მოკლული მშვიდობიან მოსახლეობის საფლავებს.
თქვენ შეგიძლიათ იტალიის იმედი გქონდეთ. ჩვენ თქვენთან ერთად ვიყავით დაწყებისთანავე და ბოლომდე თქვენთან ერთად ვიქნებით. ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვთ" - განაცხადა მელონიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე იტალიის პრემიერმინისტრი ქალაქ ირპინსაც მოინახულებს.