"უნდა დასრულდეს რუსეთის იმპერიული ამბიციები" - პოლონეთის პრეზიდეტნი სი-ენ-ენთან ინტერვიუში

23.02.23 11:21
"უნდა დასრულდეს რუსეთის იმპერიული ამბიციები" -  პოლონეთის პრეზიდეტნი სი-ენ-ენთან ინტერვიუში

"უნდა დასრულდესს რუსეთის იმპერიული ამბიციები" - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდეტნმა CNN - თან ინტერვიუში განაცხადა. ანჯეი დუდამ, რომელმაც ორი დღის წინ შეხვედრა ვარშავაში ჯო ბაიდენთანაც გამართა, ამბობს, რომ მთავარი ხაზი ახლა უკრაინაზე გადის. მისი თქმით, თუ უკრაინა შეძლებს გაუძლოს რუსეთის აგრესიას,  მაშინ კრემლი იძულებული გახდება, უარი თქვას კოლონიურ მისწრაფებებზე, ეს ყველაფერი კი დემოკრტიული სამყაროს ერთიანობით იქნება შესაძლებელი.  

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები. უბრალოდ რომ ვთქვათ, რუსეთი არის ასეთი იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიური ამბიციები. მას სურს დაიმორჩილოს სხვა ერები და სხვა ქვეყნები. მას სურს მათგან მოგება მიიღოს. და ამის საუკეთესო მაგალითი დღეს უკრაინაა. მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, ასევე, მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში, სირიაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს,- აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები