რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი დაბომბეს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა და ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
ამ დროის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, მინიმუმ ორი კი შენობის ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამაშველო სამსახური.