რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, შესაძლოა, მან ბირთვული ომი გამოიწვიოს

24.02.23 15:07
რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, შესაძლოა, მან ბირთვული ომი გამოიწვიოს

 

რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი განცხადებას აკეთებს და ქვეყნებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, თუმცა ბირთვული სახელმწიფოს კუთხეში მომწყვდევა დაუშვებელია.

რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, რადგან მთელი დასავლური სამყარო უკრაინას უჭერს მხარს. ამავე დროს, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო და ბირთვული სახელმწიფოს კუთხეში მომწყვდევა არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები. რაც უფრო მალე მით უკეთესი", - ნათქვამია ვიქტორ ორბანის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.