რუსული პროპაგანდა ცდილობს, დაგშალოს და იბატონოს შენზე, არ ვუღალატოთ საკუთარ თავს!- ილო ბეროშვილის მიმართვა

დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ილო ბეროშვილი რუსეთის პროპაგანდას უპირისპირდება. იგი მოუწოდებს ხალხს, რომ დადგნენ უკრაინის გვერდით და რუსეთის მანიპულაციისა და დემაგოგიის მიუხედავად აირჩიონ სწორი გზა.
ასევე, მსახიობი რუსეთს საზოგადოებამდე არასწორი მესიჯ-ბოქსების მიწოდებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილია მოსახლეობაში დესტრუქციის შეტანა, დაშლა და მასზე ბატონობა.
რუსული პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს, რომ მთავარი მესიჯ-ბოქსი მოიტანოს შენამდე, რა? რომ არაფერს აზრი არ აქვს, არანაირ ქმდებას აზრი არ აქვს. მოახდინოს დასავლეთის დისკრედიტაცია, მანიპულაცია, დემაგოგია. მოგიწამლოს ტვინი, დაგაპირისპიროს შენს მეზობელს, მეგობარს, შემოიტანოს დესტრუქცია, დაგშალოს და იბატონოს შენზე. უნდა გვესმოდესა, რომ თუ ჩვენ უკრაინას არ დავუდგებით გვერდში, ამით მხოლოდ უკრაინას კი არა, ჩვენს თავსაც ვღალატობთ - ილო ბეროშვილი.