365 დღე ბომბების ქვეშ დარჩე გმირი, გაუტეხელი, ეს დიდი ძალაა - ნინო ქათამაძე სოლიდარობის აქციას უერთდება

24.02.23 17:36
365 დღე ბომბების ქვეშ დარჩე გმირი, გაუტეხელი, ეს დიდი ძალაა - ნინო ქათამაძე სოლიდარობის აქციას უერთდება

უკრაინის სოლიდარობის აქციას მომღერალი, ნინო ქათამაძეც უერთდება - "365 დღე ბომბების ქვეშ დარჩე გმირი, გაუტეხელი, ვფიქრობ, რომ ეს დიდი ძალაა"- ასე აფასებს ქათამაძე უკრაინელი ხალხის მიერ გავლილ ერთ უმძიმეს წელს.

არტსტი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მივიდნენ იქ, სადაც წლების მანძილზე თავისუფალი სიტყვისთვის ბევრი სისხლი დაიღვარა.

365 დღე ბომბების ქვეშ დარჩე გმირი, გაუტეხელი, ვფიქრობ, რომ ეს დიდი ძალაა. ქართველი ხალხი შეიკრიბება ზუსტად იქ, სადაც იკრიბებოდა წლების მანძილზე. ეს ერთგვარი ბრძოლის ველია, სადაც თავისუფალი სიტყვისთვის ბევრი სისხლი დაიღვარა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე წავიდა. ამიტომ დღეს, 7 საათზე, პარლამენტთან შევიკრიბებით ყველანი ერთად- ნინო ქათამაძე.