ბუჩა, რაც ვნახე საშინელება იყო - ზელენსკი კითხვაზე, გაეხსენებინა ყველაზე საშინელი დღე

ყველაზე საშინელი დღე, ალბათ, ბუჩა, რაც ვნახე საშინელება იყო - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საეღთაშორისო მედიის წარმომადგენლებს.
"ბუჩა... ეს მე დავინახე... დავინახე, რომ ეშმაკი სადღაც იქ კი არა, აქ, დედამიწაზეა. ყველაზე საშინელი დღე იყო ის დღე, როცა ბუჩაში რუსეთის სისასტიკეს ვნახე" - თქვა ზელენსკიმ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ვინ გაუცრუა ყველაზე მეტად იმედი, ზელენსკი ამბობს, რომ ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინა დატოვა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ცალსახად აცხადებს, რომ ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარკებებზე თეორიულად არ ფიქრობს.
მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოს 141 ქვეყანას, რომლებმაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინაში მშვიდობის შესახებ რეზოლუციას.
ზელენსკის „მშვიდობის ფორმულაში“ ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების, ასევე ინდოეთისა და ჩინეთის ჩართვა სურს.
„ჩვენი ამოცანაა ჩავრთოთ აბსოლუტურად ყველა და ვაჩვენოთ მსოფლიოს: ეს არის ტერიტორიული მთლიანობის, გაერო-ს წესდების, ადამიანის სიცოცხლის უფლების პატივისცემა. მჯერა, რომ რაც უფრო მეტ ქვეყანას მოვიზიდავთ მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან, მით მეტი იქნება ჩვენი მხარდაჭერა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.