პუტინთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებ - ზელენსკის პოზიცია ომის ერთი წლის თავზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის ზუსტად ერთი წლის თავზე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ მკაცრად დააფიქსირა. "პუტინთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებ" - განაცხადა მან.
რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე ზელენსკის ყველაზე დატვირთული სამუშაო დღე ჰქონდა. რუსული სამხედრო აგრესიიდან 365 დღის თავზე, უკრაინის პრეზიდენტმა სამთავრობო კვარტალში ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა, შეხვედრები გამართა უცხოელ კოლეგებთან. ვირტუალურ სამიტს დიდი შვიდეული ჩაერთო, სადაც საკუთარი პრიორიტეტები გააჟღერა: იარაღი, სანქციები, ფინანსები, სამართლიანობა და, რა თქმა უნდა, ერთიანობა. პრეზიდენტი ასევე მისული იყო საავადმყოფოებში, სადაც ომში დაჭრილი სამხედროები მკურნალობენ. მეომრები დააჯილდოვა და სახმედროებთან შეხვედრები გამართა.